ძებნა

суббота, 11 сентября 2010 г.


შენ ხარ ჩემი ფერია ..
ნაირნაირ ფერი..
შენ ხარ ყველაფერი
დახატული კალმით..
შენ ხარ ჩემი საბანი..
შენ ხარ ჩემი თბილი ჩაი..
შენ ხარ ჩემი ტკბილი ნამცხვარი.. 
შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ!

ლექსი (ფანტასტიკა)


აფრენილ მაგიდაზე
ჩვენ ვთამაშობდით ჭადრაკს. 
სიყვარული მოფრინავდა
ჩემს გულში ძგერას ლამობდა.
წვიმაში ცეკვავდა
ბიჭი და გოგო ..
თეთრ რაშზე ამხედრებული
მოვფრინავ შენსკენ... 
შენი კარები დაკეტილი დამხვდა..
წერილი დაგიტოვე... 
I Love You. 
გამოცდილი შამანები..
ისევ აფრენ მაგიდაზე 
ჭადრაკს თამაშობენ....
....ჩემთან ისევ სიყვარული მოფრინავდა
ჩემს გულში ძგერას ლამობდა... 
გონებით შენი ხმის გაგონება ვისურვე..
მაგრამ აბონენტმა გასულიაო.. 
იმეილი დავწერე..
ინტერნეტი არ მქონდა არ გაიგზავნა..
ზღვა ფეხით მოვიარე...
შენ კი ისევ კარი დაკეტილი დამახვედრე...
ჩვენს უბანში ისევ...
შამანები თამაშობენ 
აფრენილ მაგიდაზე ჭადრაკს..
და........ 
....ჩემთან ისევ მოდის სიყვარული....
...სიყვარული მხოლოდ შენდამი... 
(საინტერესოა არა?)

суббота, 4 сентября 2010 г.

ფერია


დღეს ღამე დამესიზმრე...  მეგონა არ მიმატოვებდი.... მეგონა ბედნიერი ვარ... მეგონა............................... მაგრამ ლოგინში ვწევარ და საბანი უკვე ვეღარ მათბობს .... სითბო მენატრება.... მუსიკა ჩავრთე.... მუსიკა ტირის ... მეც ავტირდი... მუსიკა დამთავრდა და ჩემი ბოლო ცრემლიც მიწას მიებარა..  იმედი ბოლოს კვდება.. იმედითა ვცხოვრობ. რატომ მტანჯავ..? რატომ იხატები ჩემს სიზმრებში და არ რჩები?  სუფთა ჰაერმა შენი სუნი შემოჰბერეს...   ვარსკლავებმა შენი სახე დამიხატეს....  ფიქრებში დახატულო ფერიავ... რეალობას როდის მოევლინები და ჩამიკრავ გულში ასეთ აცეცხლებული სიყვარულით ბიჭს ?.....................

თურმე მიყვარხარ!


ეს ლექსი ან ( თეთრი ლექსი, ლამაზ გოგონებს ეძღვნება)
ბუხართან სითფო  მათბობს
შენ აღარ მიყვარ
არადა მიყვარხარ
გული უშენოთ ძგერს...
გული უშენოთ ცივი , ჩამქრალი ლამპარი.
ნავით მივდივარ.. სადღაც შორს..
ღრუბლებს ვუყურებ..
და ვხვთები რომ აღარ მიყვარხარ
არადა მაინც მიყვარხარ!
სურათი დავწვი
მაგრამ მე შენ სახეს ვერ ვემალები
თურმე მიყვარხარ ...
მიყვარხარ, თურმე მაგრად მიყვარხარ...
მაგრამ მე გიყვარვარ?.....

пятница, 3 сентября 2010 г.

ამბავი (ერთ Dj-ზე)





მე Dj ვარ ... ყოველ  ღამე კლუბში ვუკრავ... უკრავს სასიამოვნო კლუბული ჰანგები..  შენ კი ვერ მოიცალე ჩემთვის ... ხო იცი უფასოდ შემოგიშვებ... არეული ქალაქი ... ჩემი სიმღერის რიტმი ქალაქის რიტმში შეიპარება... და შენ გეძებენ. აგერ უკვე 4 წელია Dj-ვარ... ლექსების მწერალი ხანგებში ჩაფლული სიმღერებს წერს იმ ლამაზი არსებისთვის. ოო... ეს ნამდვილი მუსიკოსები.. როგორ რიტმულად  აგებენ  სიმღერის გზას, როგორ უყვართ სიმღერა და ცხოვრება! დაუვიწყარი მოგონებები და ლამაზი წუთები. მახსოვს პირველად ვინილი, რომ ავაჟღერე. არ ვიცოდი  წინ რა მედო. რიტმებისა და..  ..სასიამოვნო ბგერები ისმოდა.. პირველად კლუბში ... ხალხი მიყურებს, ხალხი გიჟდება მუსიკის რიტმებისა და ხანგებში შესვლა .. აგერ მუსიკით დაწერილი სიყვარული შენდამი.. იყავი შენ გაჩერებაზე  ვერ მოგესალმე გაყევი ავტობუსის  რიტმებს .. ეს საშიში და მოწყენილი რიტმი არაფრის მთქმელი. გულიდან დავხატე სიმგერა.  გავიდა  დრო.. წლები. რიტმებმა გრძნობა იმატეს..  იცნეს სიკვდილის და სიხარულის გრძნობება.... აგერ უკვე რადიოში მიმიწვიეს..  აქაც ვცადე ჩემი ბედი ...  ერთი საღამო რადიოს ეთერში..
-მოგესალმებით ჩემო სმენელებო. მე გახლავალთ ‘’Dj Sando’’ დღეს არის ჩემი ეთერი და 3 საათის განმავლობაში მე ვიქნები თქვენთან.. პირველი კონპოზიცია არის Dj Tiesto.. ასე  ვრთავდი  ლამაზ ხანგებს გულში მცხვლეტავს ... 
-ეხლა კი იქნება ‘’Aimee Bailey - Night Of Magic Anders Lauristen S Aero Mix’’   ეს სმიღერა იმ ლამაზ არსებას გაჩერებასთან, რომ შევნიშნე.. იმედია მისმენს ...
...მეორე დღეს ისმის ტელეფონის ზარი..
-ალო გისმენთ.! 
- უკაცრავად თქვენ ხართ სანდრო გუშინ რადიოში სასიამოვნო სიმღერებს, რომ უშვებდით?
- დიახ მე ვარ.. რა გნებავთ?
- მე ნათია ვარ ... მე, რომ მომიზღვენით სიმგერა ... შეიძლება შეგხვდეთ?
დამაჟრჟოლა... არ ვიცოდი რა მეთქვა.
-კარგით და სად ?
-ვაკის პარკში  6  გეცლებათ.?
-დიახ კი ...  და  ტელეფონის წრიპინი სასიამოვნო მუსიკად მომეჩვენა..
 ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, ერთმანეთი ახლოს გავიცანით...  ლამაზი  მწვანე თვალება ნათი, ლამაზი ყავისფერი თმებით და  .... ოოო რა ლამაზი ტანი... და სახე....  მე კლუბში დავპატიჟე ... მოვიდაა... მე ის სიმღერის ჰანგი ავაჟღერე მას რადიოში, რომ მოეწონა..  გაჩერებაზე  ვერ შემნიშნა ... ან საიდან მიხვდა, რომ ეს მას მიუძღვენი იმ  რადიოს ეთერში კიდევ არის ჩემთვის უცნაური , მაგრამ მან მითხრა, რომ შენი თვალები დავიმახსოვრე.. როგორ ლამაზად  მიყურებდი ... არ მეგონა თუ ეს მართლაც სიყვარული იყო ეგრე ხომ ყველა იხედება ???
მე ვარ Dj   მუსიკის კოკტეილის შეფი...  მიყვარს ის  არსება...  და ჩემი ახალი შემოქმედება მალე, რომ გამოვა სახელწოდებით გაჩერებაზე არის ერთი ლამაზმანი....

მუსიკა


ნუ გონია მუსიკა უბრალოდ, მელოდია..
ნუ გონია მუსიკა უბრალოდ რითმი..
ნუ გონია მუსიკა უბრალოდ სიტყვები...
მუსიკას უნდა ჩაწვდე... და შენს სულში უნდა შევიდეს
გაგარჟოლოს.. ვითომ ყინულია...
ვითომ იდუმალი სხეულია რომელიც ნაზად გეფერება...
წყნარი სიმღერა კიდე.. სულს წმინდავს...
ემოციები მიდიან შორს შენგან..
შენ გული გეხსნება...
მძიმე როკი... ძალას გმართებს...
რაინდი გონია შენი თავი...
კლასიკა არის უბრალოდ კლასიკა..
მოსასმენი.... ღიმილის მომცემი...
რეპი... ძალას გაძლევს როგორც როკი...
და შენც იწყებ... სიტყვების აწყობას...
უაზრო მუსიკა .... არის ის რომელიც შენ ფასეულობას დასცინის ...
სასიყვარულო მუსიკა გვაახლოვებს...
სიმღერა... ეს არის ცხოვრების ერთერთი ძირითადი ატრიბუტი....
რომელიც ყველაფერში გეხმარება...
გონებას გიხსნის....
მუსიკა დაგაწერინებს, სიყვარული შეგაყვარებს...

პატარა ჩანახატი...


სიცხეში ისწვება ქალაქი ... გამორბიან ყველა ზღვაზე... უკვე ბევრი პივა დაილია.. აღარავის უნდა მეტრო... აღარავის უნდა მაშუტკაში ცანცალი... ყველას უნდა იქ სადაც ნირვანაა.. წამო ზღვაზე სადაც არ ისმის მანქანების გუგუნი.. თუმცა ხალხი ბლომათ ყრია ... ეგ არაფერი... მთავარია შენ იქ ისვენებ.. ზაგარი მიიღე გაგრილდი და დილას უკვე ისევ შეუდექი მუშაობას ... მოდი .... არ გამოტოვო ეს შანსი.... დაასვენე შენი სული... წადი..... ამ სიცხეში სხვა გზა არა!

მწარე სიმართლე


საქრთველო!
ეს არის ცხოვრება?
ეს არის განვითარება?
ეს არის ევროპისკენ გზა?
ნუ დაიყენებთ თვალწინ ილუზიებს
ნუ დაუჯერებთ იმათ ვინც იტყვის: ''საქართველო აყვავებისკენ მიისწრაფის''
გზები, პარკები,ფასადები არარის აყვავებისკენ მისწრაფება!
ხალხი... ვერ განვითარდა.. ხალხს ისევ სისულელეს მოსმენა ურჩევნია...
ნიჭიერი,დერვიშები,ეკსტრასენები... სად მივდივართ?
მეგობარი, მეგობარს ჭრის გოგოს გამო... აყვავებისკენ მივდივართ არა?
ჩაკეტილები ვართ ვაკუუმში.. რაც მოგვცეს ის გვგონია ცხოვრება...
გავიხედოთ ირგვლივ .... მე რომ მეყოლება შვილი რა უნდა უთხრა ჩემ ბავშვს საქართველოზე?
არა კმარა სილამაზე!!!!!
ხალხის დონეა ცუდი!
მე რომ ვასწავლო ჩემს შვილს, ნახე აკაკის ლექსი სულიკო ეს აღიარებულია..
სიმღერად გცეული.... გულის გასახარებლად შექმნილი!
მეორე დღეს ნახოს ამაზე ''ღადაობა''
რა პასუხი უნდა გავცე ჩემ ბავშვს !!!!!
ან ქუჩაში, როგორ გავიყვანო მარტო.
მეგობრები როგორ ვაჩუქო?
ასარჩევი გახთა მეგობარი!
ადრე სუ სხვა დრო იყო... ყველა უბანში გიცნობდნენ
ეხლა.. ''ეს რა გაცვია ეს რა ტელეფინია... და ა.შ.....
სილამაზე კაცობრიობას თვალს ვერ გაუხელს !!!
ბრმად ენდობით შოუს... ბრმად ირჩევთ ფავორიტს
როცა შოუს სახელიც არ იცით რას ნიშნავს !!!!
სხვა ეროვნების ხარ... დაგცინიან....
.... ეს ის საქართველო აღარ არის :(

Facebook-ის გვერდი