ძებნა

вторник, 25 января 2011 г.

გრძნობები

f9ef670fd81e
ლამაზი გრძნობები ჩუმად მიწოლილან
გაფანტულან….  ქარმა წაიღო…
ხალხში გაფანტა…. სიაფანდია
არაფერია მაგ ლამაზ გრძობებში…
დაფლეთილია თითო ფურცელი…
ქუჩის სევდამ და ხალხის დაჭმუხულმა სახემ…
გააშავა გრძნობა……….  სევდიან სიმღერას მღერის
ვიოლინო…… ნელა მივდივარ ქუჩაზე….
მე არ მინდება ღიმილი… სადღა არის ხალისი?
სარდაფში ვართ გამოკეტილი ბოქლომით…
უწინდელი დღეები გვინდება…
მხოლოდ ფულია ჩვენი სიხარული..
მაცდური, მტკივნეული…..
ჯერ არასდროს ყოფილა მთვარე ასე ჩუმი
ასე სევდამორეული…. ჩემზე ნაწყენი
განა ვიცი რატომ?…
მზე ცივი სითბოთი გვავსებს …
ხალხში ძალაბოდა გაივსო…
განა მართლა მოდის მეორედ მოსვლა..
ერთმა ცრუ ადამიანმა თქვა და დავიჯერეთ…
ოოო…! ღმერთო.. სად არის ამ ყველაფერზე პასუხი..
სად იმალება ის ნათება ჩვენ, რომ გვაკლია ….
აღარ გვეტირება.. ჩვენ ხომ ცრემლები აღარ გვაქვს…
ჩვენ მხოლოდ შურიანი ღიმილიღა დაგვრჩა….
ფურცელიც მთავრდება ჩემი სიტყვაც ჩუმდება………….
რა დაგვემართა, რა გვეშველება…?
მარტო ღმერთმა იცის …………..

Комментариев нет:

Facebook-ის გვერდი