ძებნა

четверг, 27 января 2011 г.

უსახელო…..

Chillaout
პარასკევი  გათენდა..ბოლო სამუშაო დღე.... ნამტირალებ გზას მივყვები... სამსახურამდე მიმაცილებს მგონი ვინმე ... მაგრამ კარები რომ გავაღე და უკან მოვიხედე.. წვიმის წვეთები ეცემა ჩემს მანქანას ვითომ ისიც ტირის... შემოვაბიჯე ჩემს კაბინეტში... საღამომდე კლავიატურის ღილაკებს ვუკაკუნებ... როგორც იქნა წამოვედი სახლისკენ და გავიფიქრე ბარში, ხომ არ სევსულიყავი და ლუდი დამელია ?! ნაცნობ .. ბარში ფეხებმა შემიყვანეს... დავლიე ლუდი... მოვდუნდი და წყნარ მელოდიის ხანგებს გავყევი... ვატყობ, რომ ბარში აღარ ვზივარ... ვატყობ, რომ არც მიწაზე ვდგავარ... ავფრინდი და ვხედავ შორიდან იმ ცხოვრებას რასაც ყოველდღიურად ვიმეორებთ... ისევ დავეშვი ქვემოთ.. და ვხედავ ოფიციანტი მეუბნება ''The bar is already closed''
მივხვდი რომ ჩამეძინა.... წამოვედი სახლისკენ... გათენდა შაბათი დილა... ..მგონია გულს უხარია. თუმცა ეგრე არარის . ეს დღე არაფრით არ განსხვავდება სხვა დღეებთან. უბრალოდ იცი ,რომ დღეს შაბათია და ისვენებ. ფანჯრიდან გავიხედე. მანქანების გუგუნი... გამოვედ გარეთ. ვიცოდი, რომ არაფერს არ მოველოდი ამ დღიდან. ვიცოდი, სასწაული არ ხთება.. მანქანით წავედი შორს .... სად მივდიოდი ნეტა.. რისთვის. ცხოვრებაში ისე ხომ არაფერი ხთება........... მუსიკა უფრო მაფიქრებდა... სადღაც დავინახე. უბნის ბიჭები.. აბლატავებულები.. ''ჰმ.... ეს არის ცხოვრება'' გავიფიქრე თუმცა რას იზამ დღევანდელობა, ხომ ეს არის ... ტანთ გამაჟრჟოლა.. მივხვთი, რომ საჭე აღარ მემორჩილებოდა და.................................... .................თეთრი კედელი თეთრი ბალიში და თეთრი გადასაფარებელი... ვწევარ საავადმყოფოში... გადავრჩი.. უბრალოდ ფეხი მომტყდა... ვიცოდი, რომ ჩემი ბრალი იყო .... მაგრამ ვერ ვამბობდი.... გავიდა ხანი... მე სახლში გამწერეს.. ისევ ჩვეულებრივი დღეები მელოდა წინ...

Комментариев нет:

Facebook-ის გვერდი